„პრემიერმა მოიყვანა ბევრი ციფრები და ისაუბრა იმის შესახებ თუ როგორ გაუმჯობესდა ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა, დღეს არის 1 აპრილი და როგორც ჩანს პრემიერმა ტყუილის დღე მიულოცა საზოგადოებას. ტყუილი არის არა მხოლოდ ის რომ მოიყვანო არასწორი რიცხვები, არამედ ტყუილია ისიც, როდესაც არ საუბრობ იმ რიცხვებზე რომელიც პოლიტიკურად არ გაწყობს“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. მისი თქმით ექსპორტში არის 26%-იანი ვარდნა, საქართველოს მოსახლეობას გაუძვირდა სესხი, ამ ხელისუფლების პირობებში ლარი გაუფასურდა 35%-ით, 2015 წლის ბოლო კვარტალში 2013 წლის ბოლო კვარტალთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა დოლარში 35 მილიონით შემცირდა.
„ლარის გაუფასურებამ გაადვილა ბიუჯეტის შევსება და გაართულა მოსახლეობის მდგომარეობა“- განაცხადა ჯაფარიძემ
„პრემიერის დღევანდელმა განცხადებამ დაგვანახა, რომ მთავრობა მოწყვეტილია რეალობას, არ ესმის ხალხის ხმა და ამიტომ გამოსავალი არის ერთი, ეს მთავრობა უნდა წავიდეს“-აცხადებს ენმ-ს აღმასრულებელი მდივანი.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






