საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, ბოლო ორი თვის განმავლობაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა.
გამოკითხულთა 33%-ისთვის მდგომარეობა ნაწილობრივ, ხოლო 29%-ისთვის კი ძალიან გაუარესდა. 7 % აცხადებს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა, 29%-ისთვის ნაწილობრივ გაუმჯობესდა.
კვლევის მიხედვით, საქართველოს წინაშე მდგარ მთავარ პრობლემად გამოკითხულთა 45%-მა უმუშევრობა დასახელდა.
მეორე ადგილზე 17% - ით ეკონომიკურ განვითარებაა, გამოკითხულთა 14% მთავარ პრობლემად ტერიტორიულ საკითხებს, 3%- სოციალურ საკითხებს მიიჩნევს.
რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკას, გამოკითხულთა უმრავლესობა - 81%, ეკონომიკის მთავარ პრობლემად ლარის ვარდნას მიიჩნევს. 45% ერთერთ მნიშვნელოვან პრობლემად მაღალ გადასახადებს, 41% - მაღალ კომუნალურ გადასახადებს, 26% - არასაკმარისი კვალიფიკაციის მქონე კადრებს, 24% - შეჩერებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, 23% - არაკომპეტენტურ მთავრობას მიიჩნევს.
სოციოლოგიური კვლევა ჩატარებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 2015 წლის 3-28 თებერვალს. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს 1500 მოქალაქე (18 წლის და ზემოთ). კვლევის ცდომილება არ აღემატება 2.5 პროცენტს; პასუხის გაცემის კოეფიციენტი იყო 70 პროცენტი.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






