პრემიერის თქმით, არც პრეზიდენტი და არც სხვა ორგანო მთავრობის კომპეტენციაში არ უნდა ერეოდეს.
ამის შესახებ პრემიერმა გიორგი მარგველაშვილის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
მისი განმარტებით, პრეზიდენტის შენიშვნა, რომ მთავრობამ არ მოიწვია პრეზიდენტი და არ განიხილა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების და ნატოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხები, არასწორია.
„მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ეს არის მთავრობის პრეროგატივა და კომპეტენცია. მოვისმინეთ ნატოს გენერალური მდივნის განცხადებები, რომ გეგმის მიხედვით მიმდინარეობს არსებითი პაკეტის განხორციელება. რაც შეეხება ევროინტეგრაციის ნაწილს, ამ იმპლემენტაციას უშუალოდ მე ვკურირებ და ყოველთვე გვაქვს შეხვედრები. ბოდიშს ვითხოვ, მაგრამ ჩვენს კომპეტენციებში არცერთო ორგანო არ უნდა ჩაერიოს უხეშად, იქნება ეს პრეზიდენტი, თუ პარლამენტი“, - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მთავრობას ორჯერ მიმართა მოთხოვნით, რომ მთავრობის სხდომაზე განხილულიყო ამ პაკეტის შესრულების პროცესი. თუმცა როგორც პრეზიდენტი აცხადებს მას მთავრობისგან პასუხი არ მიუღია.
მასალის გამოყენების პირობები






