ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების სხდომაზე ხათუნა თოთლაძე სიტყვით გამოვიდა
პოლიტიკა - 16:08, 01 Apr, 2015     1796
დღეს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1224-ე სხდომა გაიმართა. დღის წესრიგის საკითხის „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ გააკეთა განცხადება მოსკოვსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის თანამშრომლობისა და ინტეგრაციის თაობაზე ე.წ. „ხელშეკრულების“ ხელმოწერასთან დაკავშირებით.

თავის გამოსვლაში მინისტრის მოადგილემ აღნიშნული ფაქტი შეაფასა, როგორც რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის პრინციპების მორიგი დარღვევა და საქართველოს ტერიტორიების მცოცავი ანექსია, რომელსაც რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს, მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების არაერთი მოწოდებისა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ე.წ. „ხელშეკრულება“ არის რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების უხეში დარღვევა, რომელიც კიდევ უფრო გაართულებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ადამიანის უფლებათა მდგომარეობას და მძიმე შედეგებს მოიტანს საქართველოსა და მთელი რეგიონისთვის.

მინისტრის მოადგილემ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს, დაგმონ რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებები და გადადგან ქმედითი ნაბიჯები ამ გამოწვევის საპასუხოდ. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ევროპის საბჭოს მონიტორინგის მექანიზმების შესვლის აუცილებლობაზე.

სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების გააკეთეს ევროკავშირის, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ჩეხეთის, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთს, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, პორტუგალიის, უკრაინის, ირლანდიის, შვედეთის, თურქეთის, სლოვენიის, ბულგარეთის და მოლდოვის დელეგაციებმა. მათ დაგმეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან თანამშრომლობისა და ინტეგრაციის თაობაზე ე.წ. „ხელშეკრულებების“ ხელმოწერა და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42