ყოველთვის ვერ ხერხდება იმ ხარისხის პასუხის გაცემა, რასაც არასამთავრობოები ითხოვენ - პრემიერი
პოლიტიკა - 15:48, 01 Apr, 2015     1445

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომის დასაწყისში მთავრობის მეთაურმა ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ეს დოკუმენტი შევიმუშავეთ გასულ წელს, პროცესში ჩართული იყო ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი თომას ჰამარბერგი, რომელმაც დიდი დახმარება გაუწია საქართველოს მთავრობას. ეს არის სახელმწიფოს მიერ აღებული პოზიტიური ვალდებულება და საერთაშორისოდ აღიარებული უმაღლესი სტანდარტების დასამკვიდრებლად,“–აღნიშნა პრემიერმა.

მისივე განმარტებით, სამთავრობო გეგმის შესრულების მონიტორინგის პროცესი არის ღია და გამჭვირვალე, რომელშიც ჩართულია საერთაშორისო ორგანიზაციები და ორასამდე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია.

„სამოქალაქო სექტორი ითხოვს პასუხებს სამთავრობო უწყებებისგან და ხშირად იმართება ცხარე დისკუსია სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, რაც არის ძალიან კარგი. მესმის, რომ ყოველთვის ვერ ხერხდება იმ ხარისხის პასუხის გაცემა, რასაც არასამთავრობოები ითხოვენ, მაგრამ პასუხები არსებობს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გვაქვს დიალოგი ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მანვე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ევროკავშირს ფინანსური მხარდაჭერისთვის, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს გაძლიერებასა და სამოქმედო გეგმით გაწერილი საქმიანობების შესრულების მონიტორინგს.

საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს სხდომას მინისტრთა კაბინეტის წევრები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2014-2015) შუალედური ანგარიში, რომელიც საბჭოზე დამტკიცების შემდეგ წარედგინება პარლამენტს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42