საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობისთვის ეკონომიკური კეთილდღეობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მმართველობის დემოკრატიული სისტემა.
დასმულ კითხვაზე, ერთერთის არჩევა რომ შეგეძლოთ, რომელი უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის: მმრთველობის დემოკრატიული სისტემა თუ ეკონომიკური კეთილდღეობა - გამოკითხულთა 22%-მა განაცხადა, რომ დემოკრატია უფრო მნიშვნელოვანია, 16%-ისთვის - დემოკრატია ნაწილობრივ მნიშნელოვანია. გამოკითხულთა 35% მიიჩნევს, რომ ეკონომიკური კეთილდღეობა გარკვეულწილად უფრო მნიშვნელოვანია; 15% კი თვლის, რომ ეკონომიკური კეთილდღეობა უდავოდ მნიშვნელოვანია.
გამოკითხულთა 12 %-ს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პასუხი არ ქვს.
სოციოლოგიური კვლევა ჩატარებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 2015 წლის 3-28 თებერვალს. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს 1500 მოქალაქე (18 წლის და ზემოთ). კვლევის ცდომილება არ აღემატება 2.5 პროცენტს; პასუხის გაცემის კოეფიციენტი იყო 70 პროცენტი
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






