ჩვენ ეკონომიკაში რეგიონში რეკორდული მაჩვენებლები გვაქვს- ირაკლი ღარიბაშვილი
პოლიტიკა - 15:42, 01 Apr, 2015     1482

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ბიუჯეტის შესრულების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ პირველი კვარტლის მონაცემებით სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება გადაჭარბებით ხდება.

„შემოსულობები გადაჭარბდა 106 მილიონი ლარით და შეადგინა 2,305 მილიარდი შეადგინა,რაც პირველი კვარტლის გეგმის 104,8 %-ია. შემოსავლები გადაჭარბდა 81 მილიონი ლარით, რაც გეგმის 104,4 %-ია, საგადასახადო შემოსავლები გადაჭარბებულია 48 მილიონი ლარით, რამაც შეადგინა გეგმის 102,7 %, ხარჯვით ნაწილში გვაქვს 97%-იანი შესრულება“- განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ პირველ კვარტალში ბიუჯეტი პროფიციტულია.

პრემიერმა მთავრობის სხდომის მსვლელობისას, განსაკუთრებით აღნიშნა შავლიაშვილის უწყების მუშაობა და განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესრულებამ 107 % შეადგინა. ღარიბაშვილის თქმით ეს რეკორდული მაჩვენებელია და მსგავსი შესრულება არც წინა წლებში და არც ნაციონალუკრი მოძრაობის მმართველობის დროს არ ყოფილა. ღარიბაშვილის განცხადებით მთავრობის მუშაობის პროგრესი სახეზეა.

პრემიერმა რეალურ შიდა პროდუქტის ზრდაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საშუალო ზრდა 2,7%-ია

„ჩვენ ამ პირობებში ვახერხებთ, რომ ჩვენი ეკონომიკა გავზარდეთ 4,9%-ით თებერვლის თვეში“- განცხადა პრემიერმა და ეკონომიკური სფეროების დინამიკა დადებითად შეაფასა.

„ გასულ წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ შეადგინა 4,8 %, ამ მონაცემებით ჩვენ რეგიონში რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს. 2013 წლის პერიოდში და მანამდეც საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი, პოსტსაბჭოთა სივრციდან რეგიონის უდაბლეს და საშუალო მაჩვენებელს შორის მოძრაობდა, 2004-2012 წლებში საშუალო ეკონომიკური ზრდა იყო 6,1% და მას უსწრებდნენ აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსი და ა,შ.“- აღნიშნა პრემიერმა

პრემიერის განცხადებით, ეკონომიკაში რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება „ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი პირველად დაფიქსირდა 2003 წელს 11,1% ბოლოს კი 2007 წელს 12,3%, თუმცა ჩვენ ამ დროის რეგიონში ლიდერები არ ვყოფილვართ, ისე როგორც ვიყავით გასულ წელს. 2007 წელს ჩვენი მეზობელი სომხეთის ეკონომიკა 14% გაიზარდა. სავალუტო ფონდის ანგარიშის მიხედვით საქართველო გამოკვეთილ პოზიციაზეა, პრემიერის თქმით გასულ წელს ინვესტიციების ზრდამ 39 % შეადგინა, რაც 2007 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია. მაშინ ეს იყო დაახლოებით 2 მილიარდი, გასულ წელს კი 1,270 მილიარდი აშშ დოლარი.“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42