,,განვუმარტავ მოსახლეობას და არა პრეზიდენტს“ - ღარიბაშვილი მარგველაშვილს შენიშვნას აძლევს
პოლიტიკა - 15:23, 01 Apr, 2015     3304
პრემიერ-მინისტრი პრეზდენტის მიერ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, მსგავსი სათათბიროები რამდენიმე ქვეყანაში არსებობს და მათი ფუნქციონირება წარმატებულია.

"არასოდეს კითხვა არ დასმულა, რას აკეთებს ეკონომიკური საბჭო და უშლის თუ არა ის რომელიმე სამინისტროს მუშაობას ხელს. მინდა მოსახლეობას განუმარტო თუ რატომ შევქმენით ეკონომიკური საბჭო, კრიზისების საბჭო და უსაფრთხოების საბჭო. მოსახლეობას მინდა განუმარტო და არა პრეზიდენტს, ეს მოდელი ჩვენ გადმოვიღეთ ისრაელის სახელმწიფოდან, სადაც პრემიერს მსგავსი სათათბიროები აქვს, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ არის გადაჯაჭვული. მსგავსი საბჭოები არის დიდ ბრიტანეთში და აშშ-ში, ასე, რომ ამაში ახალი გამოგონება არ ყოფილა. მე შევეცადე კოორდინაციის გაზრდის ეფექტიანობის მიზნით საბჭოები შემექმნა, რომელიც რეალურ დროში ანალიზს გააკეთებდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და სამინისტროებს დაეხმარებოდა ეფექტურ კოორდინაციაში. მიუღებელია მინისტრების მისამართით კრიტიკა პრეზიდენტის მხრიდან, რომ მინისტრები საბჭოს რიგით წევრებად ითვლებიან. უკაცრავად, მაგრამ ამ საბჭოს მე ვხელმძღვანელობ და სადაც პრემიერია ხელმძღვანელი იქ ბუნებრივია მინისტრი იქნება რიგითი წევრი. ასე, რომ აბსოლუტურად გაუგონარია ასეთი დონის დამაკნინებელი შეფასება. მინდა ყველას მოუწოდო, მათ შორის პრეზიდენტს, რომ ასეთი საუბრებით სახელმწიფოს ვავნებთ და ვაკნინებთ მინისტრებს და მათ საქმიანობას", - აღნიშნა პრემიემა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42