მინისტრების 23-24 წლის მრჩევლები და გედევან ფოფხაძის ძმა ინფრასტრუქტურის სამინისტროში
პოლიტიკა - 14:16, 01 Apr, 2015     3197

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო დაწესებულებაში მრჩევლის ინსტიტუტის შესახებ კვლევას აქვეყნებს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, მრჩევლის პოზიციას რიგ შემთხვევებში მცირე სამუშაო გამოცდილების მქონე ან ნაკლებად კომპეტენტური პირები იკავებდნენ.

„რთულია იმ კრიტერიუმების განსაზღვრა, თუ რა ნიშნით შეირჩევიან ისინი მრჩევლებად, რაც ბადებს ნეპოტიზმის საფუძვლიან ეჭვს.

მაგალითად, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან IDFI-ისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მინისტრმა, ელგუჯა ხორკიშვილმა მრჩევლებად 2014 წლის ივლისსა და სექტემბერში სამი პირი დანიშნა. სამივე მათგანი მანამდე მუშაობდა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ასევე მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე, სწორედ იმ პერიოდში, როცა აღნიშნულ უწყებას თავად ელგუჯა ხოკრიშვილი ხელმძღვანელობდა. ამასთან, აღნიშნული მრჩევლებიდან ერთ-ერთი, 2013 წელს ეკონომიკისა და ბიზნესის საბაკალავრო პროგრამის დამთავრების შემდეგ, დასაქმებული იყო საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში, სადაც ელგუჯა ხოკრიშვილი აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას იკავებდა.

მინისტრ ხორკიშვილის ერთ-ერთი ზემოაღნიშნული მრჩეველი 1990 წელსაა დაბადებული, მეორე მრჩეველი კი - 1991 წელს. შესაბამისად, მათ 24 და 23 წლის ასაკში მათ უკვე ორ უწყებაში მოასწრეს მინისტრის მრჩევლობა“, - ნათქვამია IDFI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა გედევან ფოფხაძის ძმა, ისტორიკოსი ბესიკ ფოფხაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42