რაც შეეხება, რუსეთთან შემდგომი დიალოგის საკითხს, კვლევების თანახმად, გამოკითხულთა 65%, რუსეთთან დიალოგის გაგრძელებას უჭერს მხარს. 20 % ნაწილობრივ გამოკითხულთა 4% ნაწილობრივ, ხოლო 8% რუსეთთან დიალოგის გაგრძელებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. გამოკითხულთა 8 %-ს ამ თემასთან დაკავშირებით კონკრეტული მოსაზრება არ გააჩნია.
საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთის მიმართ გატარებულ პოლიტიკის შეფასებისას, გამოკითხულთა 17% საქართველოს მთავრობისა და რუსეთის ურთიერთობას დადებითად, 42% კი - ნაწილობრივ დადებითად აფასებს.
ნაწილობრივ უარყოფითი შეფასება აქვს - 18%-ს, ხოლო 8% ძალიან უარყოფითად აფასებს.
გამოკითხულთა 15%-ს კი პასუხი არ აქვს.
IRI -ის კვლევები 3-დან 28 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს 10 რეგიონში ჩატარდა. პირდაპირი ინტერვიუს სახით 18 წელს გადაცილებული 1,500 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის შედეგების ცდომილება კი 2,5%-ია.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






