„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია საფრანგეთში გაფორმებულ დოკუმენტთან დაკავშირებით 3 აპრილს საგანგებო ბრიფინგს გამართავს.
ამის შესახებ ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
განცხადებას ის პარასკევს 12:00 საათზე გააკეთებს. მისი განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე საუბარს დღეს აპირებდა, თუმცა ე.წ. კაბელების საქმის სხდომის გამო, განცხადების გაკეთება გადადო.
შეგახსენებთ, ირაკლი ალასანიას განცხადებით მისი თავდაცვის მინისტრის პოსტზე ყოფნისას, საქართველოსა და საფრანგეთს შორის საჰაერო უსაფრთხოების მემორანდუმზე ხელმოწერა უნდა მომხდარიყო. საფრანგეთში ვიზიტად მყოფ ირაკლი ალასანიას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მაშინდელმა ხელმძღვანელმა, მინდია ჯანელიძემ დაურეკა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვები გადასცა. როგორც ალასანიამ აღნიშნა, პრემიერის სიტყვების თანახმად, მას საჰაერო თავდაცვის შესახებ მემორანდუმისთვის ხელი არ უნდა მოეწერა.
მასალის გამოყენების პირობები






