ე.წ. კაბელების საქმის განხილვა 15 აპრილამდე გადაიდო. დაცვის მხარის ინფორმაციით, მოსამართლემ პროცესის გადასადებად, მტკიცებულებების ნუსხაში არსებული ტექნიკური უზუსტობები მოიმიზეზა და მხარეებს ხარვეზის გამოსაწორებლად ორკვირიანი ვადა მისცა.
საქმის გადადებას "თავისუფალი დემოკრატებისთვი" არასახარბიელო ფაქტად აფასებენ. პარტიის ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, ე.წ. კაბელების საქმის წარმოება "ჩრდილოკორეული მეთოდით", ივანიშვილის ნებით მიმდინარეობს, რაც ქვეყნის იმიჯისთვის ძალიან დამაზიანებელია.
"უდანაშაულო ხალხი კიდევ 15 დღის განმავლობაში გააგრძელებენ ციხეში ყოფნას. ეს არის ჩრდილო კორეის საუკეთესო ტრადიცია, რომ საქმე ზოგადად გახსნილია და როცა უნდა ბატონ ივანიშვილს მაშინ მიაწებებენ ამა თუ იმ ბრალს. ეს ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ძალაიან დამაზიანებელია ჩრდილოკორეული სტილი საქმის წარმოების"-განაცხადა ალასანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






