„ოდეერები“ საჯარო დაწესებულებებში - IDFI-ის ინფორმაცია
პოლიტიკა - 13:54, 01 Apr, 2015     2404

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საჯარო დაწესებულებაში მრჩევლის ინსტიტუტის შესახებ კვლევას აქვეყნებს.

მათი ინფორმაციით, საჯარო უწყებებს მრჩევლების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების არაერთგვაროვანი პრაქტიკა აქვთ.

„IDFI-ის მიერ საჯარო დაწესებულებებიდან მოთხოვნილი ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში არასრულყოფილი სახით იქნა მოწოდებული.

კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ასევე არ არსებობს ერთიანი სტანდარტი, საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ მრჩეველთა ფუნქცია-მოვალეობების განსასაზღვრად.

გამოვლინდა შემთხვევები, როცა საჯარო დაწესებულებაში საშტატო ნუსხით გათვალისწინებული მრჩევლის თანამდებობა დაკავებულია, თუმცა მრჩევლის სამუშაო აღწერილობა განსაზღვრული არ არის.

მინისტრის/მინისტრის მოადგილის მრჩევლის სამუშაო აღწერილობების ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ რიგ სამინისტროებში მინისტრის მრჩეველს იგივე ფუნქცია აკისრია, რის შესასრულებლადაც ამავე უწყებაში ცალკე დეპარტამენტია შექმნილი. მრჩევლები ზოგიერთ სამინისტროში თანაშემწის მოვალეობას ასრულებენ ან მათი ფუნქციები გადაზრდილია ტექნიკური პერსონალის ფუნქციებში, რაც საჯარო დაწესებულების რესურსების არაეფექტურ გამოყენებაზე მიანიშნებს.

არის შემთხვევები, როდესაც საჯარო დაწესებულებაში მრჩევლების ფუნქცია-მოვალეობები საერთო ან/და ძალიან ზოგადია ყველა მრჩევლისთვის. მაგალითად:

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს 2014 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით სამი მრჩეველი ჰყავს. სამივე მათგანს კონსულტაციის გაწევასთან ერთად ევალება ისეთი ზოგადი ფუნქციების შესრულება, როგორიცაა სამინისტროს საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა, ახალი ინიციატივების წარმოჩენა, სამინისტროს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე დასწრება ან საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივად ზრუნვა.

ზემოთ განხილული პრობლემებისა და მაგალითების გარდა, წინამდებარე კვლევის ფარგლებში გამოვლინდა კიდევ რამდენიმე ფაქტი, რომლის ანალიზის შედეგად შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მრჩევლის პოზიციას რიგ შემთხვევებში მცირე სამუშაო გამოცდილების მქონე ან ნაკლებად კომპეტენტური პირები იკავებდნენ. რთულია იმ კრიტერიუმების განსაზღვრა, თუ რა ნიშნით შეირჩევიან ისინი მრჩევლებად, რაც ბადებს ნეპოტიზმის საფუძვლიან ეჭვს.

მაგალითად, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან IDFI-ისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მინისტრმა, ელგუჯა ხორკიშვილმა მრჩევლებად 2014 წლის ივლისსა და სექტემბერში სამი პირი დანიშნა. სამივე მათგანი მანამდე მუშაობდა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ასევე მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე, სწორედ იმ პერიოდში, როცა აღნიშნულ უწყებას თავად ელგუჯა ხოკრიშვილი ხელმძღვანელობდა. ამასთან, აღნიშნული მრჩევლებიდან ერთ-ერთი, 2013 წელს ეკონომიკისა და ბიზნესის საბაკალავრო პროგრამის დამთავრების შემდეგ, დასაქმებული იყო საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში, სადაც ელგუჯა ხოკრიშვილი აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას იკავებდა.

მინისტრ ხორკიშვილის ერთ-ერთი ზემოაღნიშნული მრჩეველი 1990 წელსაა დაბადებული, მეორე მრჩეველი კი - 1991 წელს. შესაბამისად, მათ 24 და 23 წლის ასაკში მათ უკვე ორ უწყებაში მოასწრეს მინისტრის მრჩევლობა.

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა გედევან ფოფხაძის ძმა, ისტორიკოსი ბესიკ ფოფხაძე.

მრჩევლების სამუშაო გამოცდილებების შესახებ (CV) სამინისტროებიდან IDFI-ისთვის მოწოდებული ინფორმაციისა და მრჩევლის პოზიციაზე მყოფი პირების მიერ შევსებული თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ რამდენიმე მრჩეველი შესაძლოა იყოს ე.წ. „ოდეერი“ (ОДР – офицер действующего резерва) ანუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიცერი უსაფრთხოების საკითხებში.

როგორც ირკვევა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მრჩეველი (2014 წლის სექტემბრის მდგომარეობით) გიორგი მეზვრიშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩევლები ზურაბ გეგუჩაძე (2014 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით) და დავით ღონიაშვილი (2014 წლის აგვისტოს მდგომარეობით), ასევე სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი (2014 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით) გიორგი უკლება შინაგან საქმეთა სამინისტროში იყვნენ დასაქმებულნი. აღნიშნული დგინდება მათ მიერ ბოლო წლებში შევსებული თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებიდან.

ზემოხსენებული კვლევის საფუძველზე IDFI-ის მიაჩნია, რომ აუცილებელია კონკრეტულად განისაზღვროს მრჩევლების ფუნქცია-მოვალეობები სახელმწიფო უწყებებში. მრჩევლები ექსპერტის ფუნქციას უნდა ასრულებდნენ იმ მიმართულებით, რაშიც, შესაძლოა, ამა თუ იმ უწყების ხელმძღვანელს არ ჰქონდეს სპეციფიკური ცოდნა და კვალიფიკაცია და აქედან გამომდინარე, მრჩევლების დახმარება აუცილებელი იყოს მისი უფლებამოსილების განხორციელებისთვის. უწყების ხელმძღვანელის თითოეული მრჩევლის ფუნქცია-მოვალეობები და სამუშაო მიმართულებები მკვეთრად უნდა იყოს გამიჯნული ერთმანეთისგან. ამასთან, მრჩევლები თანამდებობებზე ღია და გამჭვირვალე კონკურსის წესით უნდა ინიშნებოდნენ, რათა მოხდეს ნეპოტიზმის შემთხვევების პრევენცია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42