უმუშევრობა, ეკონომიკური განვითარების ნაკლებობა და ნაკლები ოპტიმიზმი- IRI-ს კვლევის შედეგები
პოლიტიკა - 13:41, 01 Apr, 2015     1493

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ახალი გამოკითხვის ოფიციალურ შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა გამოხატავს ძლიერ სურვილს გააღრმავოს და გააგრძელოს კავშირები დასავლეთთან.

გამოკითხვაში ასევე ჩანს მზარდი შეშფოთება ეკონომიკასთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. „საქართველოს მოსახლეობა წუხს ეკონომიკური მდგომარეობისა და ტერიტორიული მთლიანობის გამო და კვლავ სჯერათ, რომ დასავლურ დემოკრატიებთან ახლო კავშირი მნიშვნელოვანია“, განაცხადა IRI-ის პრეზიდენტმა, მარკ გრინმა.

საქართველოს მოსახლეობა დღეს უფრო ნაკლებად ოპტიმიზტურად არის განწყობილი, ვიდრე ერთი წლის წინ. მოსახლეობის 55 % ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 25 % კი პასუხობს, რომ საქართველო სწორ მიმართულებას ადგას. ამის გამომწვევი მიზეზები ეკონომიკური მდგომარეობა, უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობაა.

საქართველოს მოსახლეობას სურვილი აქვს გააღრმავოს კავშირები დასავლეთთან და ისინი კვლავ ევროპისა და დასავლეთისკენ მიისწრაფვიან. ორგანიზაციის კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის 85 % მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ამის მსგავსად, მოსახლეობის 78 % მხარს უჭერს საქართველოს ნატოში შესვლას. ეს მხარდაჭერის საკმაოდ დიდი მაჩვენებელია და ყველა დემოგრაფიულ სექტორს მოიცავს.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობა შეწუხებულია ტერიტორიული მთლიანობის პრობლემით, გამოკითხულთა 76 % საფრთხის წყაროდ რუსეთის ფედერაციას აღიქვამს. მოსახლეობის 88 % კი ამბობს, რომ რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ კვლავ გრძელდება ან შესაძლებელია, განახლდეს.

საქართველოს მოსახლეობა წუხილს გამოთქვამს ეკონომიკური მდგომარეობის გამო და ნაკლები ოპტიმიზმით უყურებს მომავალს კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ უმუშევრობა და ეკონომიკური განვითარების ნაკლებობა არის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას.

კვლევის შედეგების თანახმად საქართველოში ყველაზე დიდი ნდობით კვლავ მართლმადიდებელი ეკლესია სარგებლობს (91%), შემდეგ კი ჯარი (87%) და ქართული მედია (82%).

IRI კვლევის მეთოდოლოგიის შესახებაც აქვეყნებს ინფორმაციას და აღნიშნავს, რომ სოციოლოგიური კვლევა ჩატარებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 2015 წლის 3-28 თებერვალს. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს 1500 მოქალაქე (18 წლის და ზემოთ). კვლევის ცდომილება არ აღემატება 2.5 პროცენტს; პასუხის გაცემის კოეფიციენტი იყო 70 პროცენტი. სოციოლოგიური კვლევა ჩატარებულია Baltic Surveys/The Gallup Organization -ის მიერ; საველე სამუშაოები აწარმოა Institute of Polling and Marketing -მა; კვლევა დააფინანსა U.S. Agency for International Development -მა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42