საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლოების გამოკითხულთა 92% აზერბაიჯანთან ურთიერთობას დადებითად აფასებს. მეორე ადგილს 91%-ით ევროკავშირი იკავებს. გამოკითხულთა 5% ევროკავშირთან ურთიერთობას ნეიტრალურად, 1% -უარყოფითად აფასებს, 3%-ს კი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრება არ გააჩნია.
90%-ს აშშ-ისთან საქართველოს ურთიერთობა მოსწონს, 5 % ნეიტრალურად, 2% კი - უარყოფითად აფასებს.
თურქეთთან ურთიერთობა მოსწონს 89 %-ს. რაც შეეხება უკრაინას, საქართველო-უკრაინის ურთიერთობას გამოკითხულთა 88% დადებითად, 5% - დადებითად, 4% კი - უარყოფითად აფასებს.
ლიტვასთან ურთიერთობით კმაყოფილია 82%, სომხეთსა და პოლონეთთან კი - 80-80 %.
გამოკითხულთა 77%-ს საფრანგეთსა და გერმანიასთან ურთიერთობა მოსწონს გამოკითხულთა 77-77%-ს.
ირანთან ურთიერთობით კმაყოფილია 53%. რაც შეეხება რუსეთს, რუსეთთან ურთიერთობას გამოკითხულთა 5% დადებითად, 9% - ნეიტრალურად, ხოლო 85% უარყოფითად აფასებს. 1%-ს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრება არ გააჩნია.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






