საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლოების გამოკითხულთა 91% ეკლესიის საქმიანობას დადებითად აფასებს. 3%-ს ეკლესიის საქმიანობა არ მოსწონს, ხოლო 6 %-ს აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით მოსაზრება არ გააჩნია.
მეორე ადგილს 87%-ით ქართული არმია, ხოლო მესამე ადგილს კი - 82%- ით მედია იკავებს.
გამოკითხულთა 65% პოლიციის საქმიანობას დადებითად, ხოლო 24 % უარყოფითად აფასებს.
განათლების სისტემის მხარდამჭერი 61 %, მოწინააღმდეგე კი- 30 % აღმოჩნდა.
54 % დადებითად აფასებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობას.
რაც შეეხება პრეზიდენტის ოფისს, მის საქმიანობას 52% დადებითად აფასებს, 28%-ს არ მოსწონს, ხოლო 18%-ს მოსაზრება საერთოდ არ გააჩნია.
საქართველოს პარლამენტის მუშაობა მოსწონს გამოკითხულთა 49%-ს, უკმაყოფილოა 44%. მინისტრთა კაბინეტის საქმიანობას დადებითად 48%, უარყოფითად კი - 45% აფასებს.
კვლევის მიხედვით, პრემიერ-მინისტრის ოფისის საქმიანობას, 45% დადებითად , 39% კი უარყოფითად აფასებს.
პროკურატურის საქმიანობა მოსწონს 36%-ს. ეროვნული ბანკის საქმიანობით უკმაყოფილოა გამოკითხულთა 48% და მოსწონს 35%-ს; ადგილობრივი თვითმმართველობის ხელისუფლებების საქმიანობას ყარყოფითად 53% აფასებს; სახალხო დამცველის ოფისის საქმიანობით კმაყოფილოა 32%, 35% - უკმაყოფილო.
პოლიტიკური პარტიების საქმიანობას 58% უარყოფითად აფასებს, 25% კი – დადებითად;
გამგებლების მუშაობით კმაყოფილია 21%, 58% -ს არ მოსწონს. გამოკითხულთა 43%-ისთვის მოსაწონია პროფკავშირების საქმიანობა, 15%-ისთვის კი _ არა.
IRI -ის კვლევები 3-დან 28 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს 10 რეგიონში ჩატარდა. პირდაპირი ინტერვიუს სახით 18 წელს გადაცილებული 1,500 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის შედეგების ცდომილება კი 2,5%-ია.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






