სკანდალური ფილმი: ალასანია ფაქტებს ასაჯაროებს - "ცუდად მიცნობენ" (ვიდეო,ფოტო)
პოლიტიკა - 12:27, 01 Apr, 2015     22507


„თავისუფალი დემოკრატები“ ე.წ. კაბელების საქმეზე და საფრანგეთში საქართველოსა და საფრანგეთს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებაზე მომზადებულ ფილმს ავრცელებენ.

ფილმში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია საქართველოსა და საფრანგეთს შორის საჰაერო თავდაცვითი სისტემების შესყიდვაზე დოკუმენტის ხელმოწერის წინ განვითარებულ მოვლენებზე დეტალურად ყვება.

„28 ოქტომბერი თავდაცვის მინისტრი საფრანგეთში იმყოფება და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტზე ხელმოწერისთვის ემზადება. ხელმოწერამდე რამდენიმე საათია დარჩენილი როდესაც ირაკლი ალასანიასთან თბილისიდან ირეკება. ხაზზე უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მაშინდელი მდივანი მინდია ჯანელიძეა. ჯანელიძე ალასანიას დოკუმენტზე ხელმოწერისგან თავის შეკავებას სთხოვს.

„ვიკითხე რა იყო ახალი გარემოება, რამ მიაღებინა პრემიერს ეს გადაწყვეტილება, (პრემიერის სახელით მელაპარაკებოდა) ვერ ამიხსნა, მე მას ვთხოვე რომ მიბრუნებულიყო პრემიერთან, ვინაიდან მე ვცადე დაკავშირება და დაკავებული იყო როგორც ამიხსნეს. მე ვთხოვე რომ მისულიყო მასთან და აეხსნა რა შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა. მიბრუნდა 10-15 წუთში გადმომირეკა და მითხრა: არა, უნდა მოძებნოთ გონივრული გამოსავალი და არ მოაწეროთ ხელი. მე ვუთხარი, რომ ერთადერთი გონივრული გამოსავალი ეს არის, რომ ხელი მოეწერება მემორანდუმს ...“ აღნიშნულ ფილმში ასახულია ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ფოტოებიც.

ფილმში ასევე განხილულია ე.წ კაბელების საქმეც, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე და ადვოკატები საუბრობენ. ფილმში ხაზია გასმული იმ საკითხზე, რომ „დელტაკომის“ შვილობილი კომპანიის დირექტორი ზურა კოტარია, ვანო მერაბიშვილის შს მინისტრობის დროს, ე.წ. მოსმენების განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

ფილმი „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის განცხადებით სრულდება: „ცუდად მიცნობენ“- აცხადებს ირაკლი ალასანია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42