ის პროკურატურას ინფორმაციას მიაწვდის 2012 წელს მისი და ბესო ხარძიანის ციხეში შეხვედრის შესახებ.
„ხარძიანმა გვითხრა, რომ გარდა იმია, რომ სცემენ, მოხდა ისეთი ფაქტი, როდესაც მასთან ორი ადამიანი მივიდა და უთხრა, რომ უდესიანის დავალებით უნდა წაგიყვანოთ გასაუპატიურებლადო. როდესაც ბესო ციხიდან გამოვიდა, ვკითხე რომ რას აპირებდა ამ ფაქტთან დაკავშირებით. რაღაც პერიოდის შემდეგ უდესიანმა შემოუთვალა, ახალ მთავრობასთან მოვაგვარე ყველაფერი, მალე ჩამოვალ და შენ კუს ტბაზე ფეხს ვეღარ დაადგამო.“ - განაცხადა მოროშკინამ.
ბესიკ ხარძიანს 28 მარტს საკუთარ სახლთან ესროლეს. ის მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს. ფაქტზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრხა მკვლელობას გულისხმობს. ხარძიანის მეგობრები ხელს გია უდესიანს ადებენ.
მასალის გამოყენების პირობები






