"საპირწონედ ეს ვიგინდარა დამიყენეს... ორი სეზონია, თეატრში არ მივსულვარ- პროტესტი გამოვაცხადე"
პოლიტიკა - 12:01, 01 Apr, 2015     6799

მსახიობი და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი თეატრის კანონზე და იმ ბრალდებებზე საუბრობს, რასაც ამ კანონის გარშემო მას თეატრის სფეროს წარმომადგენლები უყენებდნენ.

„დღევანდელი სამხატვრო ხელმძღვანელები პატარა ფეოდალები არიან, რომლებიც თეატრში თავიანთ სამკვიდრებელს იკეთებენ და არტისტების, დასის უფლებები ილახება. ამ კანონით კი თეატრებს თავისუფალ, კონკურენტუნარიან გარემოს ვთავაზობდით. დღეს თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელების სახანოები, საამპარტავნოებია და ყველაფერი მათი სურვილებით წყდება. ძველი კანონის გასაუქმებლად ქანთარიას ვეწინააღმდეგებოდი. ჩემი უზარმაზარი შეცდომაა, რომ კომპრომისზე წავედი.

კომიტეტში ყველამ მხარი დამიჭირა, წინააღმდეგი მარტო ერთი კაცი ნუკრი ქანთარია იყო. ქანთარიასთან ჩვეულებრივი, ადამიანური საუბარი, კამათი მქონდა, არ მინდოდა, ეს ჩვენს გარეთ გასულიყო, მაგრამ ურთიერთობა ზღვარს გასცდა- ქანთარიამ ჩათვალა, რომ მარტო მას უნდა ჰკითხონ თეატრთან დაკავშირებული საკითხები“- აცხადებს პაპუაშვილი.

ზაზა პაპუაშვილის განცხადებით, მას არ სურს რომ სხვებმა იჭორაონ იმასთან დაკავშირებით აქვს თუ არა დაპირისპირება რუსთაველის თეატრის დირექტორ გია თევზაძესთან.

„საუბრის ჭორებზე აგება არ შემიძლია- ვისთან რა დაპირისპირება მაქვს, ეს არც ნუკრი ქანთარიას განსახილველია და მით უმეტეს, არც ქეთი დოლიძის, რომელსაც საკუთარი თავის გარდა არაფერი აღელვებს.“- აღნიშნავს დეპუტატი.

პაპუაშვილის თქმით, ის რუსთაველის თეტრის დირექტორად გია თევზაძის დანიშვნას ეწინააღმდეგებოდა და ამის შესახებ რობერტ სტურუასთანაც ქონდა საუბარი, რომლისგანაც პირობა მიიღო რომ თევზაძე ამ თანამდებობაზე არ დაინიშნებოდა. თუმცა როგორც ზაზა პაპუაშვილი აღნიშნავს სტურუამ საბოლოოდ მისი თხოვნა აღარ გაითვალისწინა დათევზაძე აღნიშნულ თანამდებობაზე დაინიშნა, რის შემდეგაც ზაზა პაპუაშვილი პროტესტის ნიშნად რუსთაველის თეატრში აღარ მიდის.

„გია თევზაძე მაინც დაინიშნა. თავისი მანერით-სტურუა მიდის მოსკოვში და უცებ, შიდა ბრძანებით, ინიშნება გია თევზაძე. გადამეკეტა გონება, თეატრში მივედი და ვინ სად გარბოდა, კაცმა არ იცის. ერთი ფიზიკურად არ შევეხე, თორემ რასაც მასზე ვფიქრობდი ყველაფერი პირში ვუთხარი. მერე სტურუას ვეკითხები, ეს რატომ გააკეთე-მეთქი, ბოდიში მოიხადა, ეს ვითარება გამოსწორდებაო და წავიდა. მე უკვე ორი სეზონი სრულდება, თეატრში არ მივსულვარ- პროტესტი გამოვაცხადე ...

თუ ყველას ფეხებზე ჰკიდია, რომ სეზონნახევარია, თეატრში არ ვარ და საპირწონედ ეს ვიგინდარა დამიყენეს. მაშინ ჯერ ჩემი თავისთვის და ჩემი გაკეთებულისთვის მიმიფურთხებია. ერთ ღილაკს დავაჭერ ტვინში თითს და მთელ მახსოვრობას წავშლი“- აცხადებს ზაზა პაპუაშვილი.

გაზეთი „ვერსია“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42