"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერს მაია ფანჯიკიძეს ე.წ. კაბელების საქმეში მიუკერძოებელი სასამართლოს იმედი აქვს.
ამის შესახებ ფანჯიკიძემ საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც დღეს ე.წ. კაბელების საქმის წინასასამართლო სხდომა უნდა გაიმართოს.
"აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ამ ადამიანების უდანაშაულობაში და დღეს ველოდები მიუკერძოებელ, ობიექტურ სასამართლოს", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
საქალაქო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმეზე დღეს წინა სასამართლო სხდომა გაიმართება. პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული.
სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეების მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. საქალაქო სასამართლოში „თავისუფალი დემოკრატების“ სხვა ლიდერების აქპირებენ მისვლას.
შეგახსენებთ, თავდაცვის სამინიტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ოთხ მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვისთვის აქვთ ბრალი წარდგენილი.
მასალის გამოყენების პირობები






