გაზეთში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მე თქვენ- თამაზ თამაზაშვილს ბრალს გდებთ“.სადაც ელისო კილაძეს პრემიერის სიმამრის მიმართ სხვადასხვა დროს გაჟღერებული ბრალდებები ერთად აქვს თავმოყრილი:
„ძალიან კი ცდილობთ, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერად და თანამოაზრედ გამომიყვანოთ, მაგრამ ფრიად უსუსური არგუმენტები გაქვთ _ მე, ბატონო სიმამრო, 2007 წლის ოქტომბერში საკუთარი განცხადებით დავტოვე საკმაოდ მაღალი თანამდებობა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, წავედი ოპოზიციაში გავხდი ყველაზე რადიკალური ფრთის, ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის პრესსამსახურის უფროსი, ამდენი ხნის განმავლობაში გავიარე ყველაფერი, რაც შეიძლება ერთ ადამიანს გადაეტანა, ოჯახის წევრების რეპრესიების ჩათვლით; ორჯერ მქონდა უსერიოზულესი შემოთავაზება თანამშრომლობაზე, მაგრამ ჩემს პრინციპებს არ ვუღალატე. დამავალებთ, თუ მომდევნო წერილში შემახსენებთ, სად იყავით ამ წლებში თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები? (მომკალით, და არც ერთ ფრონტზე არ მახსოვხართ!!!)...
მე ბრალს გდებთ თქვენ, თამაზ თამაზაშვილს, იმაში, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გელა ხვედელიძეს, თქვენი ხელის ბიჭების მეშვეობით მოუწყვეთ სრული საბოტაჟი, გაუვრცელეთ უამრავი ჭორი და არარსებული დანაშაულისთვის დააპატიმრებინეთ თქვენსავე დისშვილს, გენერალური ინსპექციის უფროსს, ზვიად ჯანყარაშვილს. სწორედ გელა ხვედელიძის თანამდებობიდან ჩამოშორების მერე შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნეთ ალექსანდრე ჭიკაიძე, რომელიც თქვენი სურვილების უსიტყვო შემსრულებელი იყო. სწორედ იმ დროს, როცა თქვენ გახდით სამინისტროს არაფორმალური მმართველი, თანამდებობაზე დაინიშნენ ვანო მერაბიშვილის კადრები, სხვადასხვა მძიმე დანაშაულში, მათ შორის, ზურა ვაზაგაშვილის, ბუტა რობაქიძისა და სხვა ადამიანების მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირები. გვარები გნებავთ? კი ბატონო, _ ჩახედეთ იური ვაზაგაშვილის სკანდალურ სიას, რომელიც მან ბიძინა ივანიშვილს გადასცა, სწორედ შვილის საფლავზე იური ვაზაგაშვილის მხეცურად აფეთქების მერე თანამდებობა დაატოვებინეს ალექსანდრე ჭიკაიძეს, რასაც მოყვა წმენდა შინაგან საქმეთა სამინისტროში და ახალ მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ამ მიმართულებით, წინ კიდევ ბევრი საქმე აქვს...
მე ბრალს ვდებ თქვენს სიძეს იმაში, რომ თანამდებობებზე მოიყვანა „ნაციონალური მოძრაობის“ გამობრძმედილი კადრები, მათ შორის რომან ჩხენკელი, რომელიც პირადად მონაწილეობდა `ქართუ ბანკის~ გაკოტრების საქმეში (ესეც, ეტყობა, ბიძინა ივანიშვილისადმი პატივისცემის გამოხატულებაა და მე ვერ დავეწიე მოვლენებს)...“ - წერს კილაძე
წყარო "ქრონიკა+"
მასალის გამოყენების პირობები






