უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებას პოლიტიკურ დევნად აფასებს.
ამის შესახებ თარგამაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ესეც არის იმ პოლიტიკური დევნის ნაწილი, რომლის ფართო ფრონტი აქვს გაშლილი ივანიშვილს. ამ შეფასებაში ვეთანხმებით "თავისუფალ დემოკრატებს". თუმცა, კარგი იქნება, თუ ისინი ამ კაბელების საქმის მიღმაც დაინახავენ ამ საერთო დევნის მასშტაბებს“, - განაცხადა თარგამაძემ.
საქალაქო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმეზე დღეს წინა სასამართლო სხდომა გაიმართება. პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული.
სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეების მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.
შეგახსენებთ, თავდაცვის სამინიტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ოთხ მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვისთვის აქვთ ბრალი წარდგენილი.
მასალის გამოყენების პირობები






