„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი ამბობს, რომ ე.წ. კაბელების საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული.
პეტრიაშვილი იმედოვნებს, რომ აღნიშნულ საქმეზე პროცესები სამართლიანად წარიმართება.
„ეს საქმე განწირულია ძალიან სწრაფად ჩამოშლისთვის. რეალურად, ეს იყო ირაკლი ალასანიას, მისი პოლიტიკური საქმიანობის, "თავისუფალი დემოკრატების" წინააღმდეგ აგორებული პოლიტიკური კამპანია. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამ ასეთი ტიპის პოლიტიკური ბრძოლის მეთოდების გამოყენებას წერტილი დაუსვას“ - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
საქალაქო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმეზე დღეს წინა სასამართლო სხდომა გაიმართება. პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული.
სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეების მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.
ცნობილია, რომ ადვოკატები აპირებენ დააყენონ შუამდგომლობა მათი დაცვის ქვეშ მყოფების გასათავისუფლებლად.
მასალის გამოყენების პირობები






