პრეზიდენტის თქმით, 21 მარტს „ნაციონალების“ მიერ დაგეგმილი აქცია დემოკრატიულად და დასავლური სტანდარტებით ჩატარდა.
ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.
“მე ახალი შს მინისტრის პოლიტიკური ალღოთი ვარ კმაყოფილი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როგორ ჩატარდებოდა 21 მარტის მიტინგი. იმიტომ, რომ ეს არის ჯერ კიდევ პოლარიზებულ საზოგადოებაში დემოკრატიის სტანდარტების დანერგვა. როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” აქციას გეგმავდა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ის ნაბიჯი, რომელიც გადადგა შს მინისტრმა, როდესაც ის შეხვდა ორგანიზატორებს, ყოველგვარი პოლიტიკური დღის წესრიგის გარეშე და დეტალურად გაიარა მიტინგის თანამედროვე დასავლურ სტანდარტებზე ჩატარების გეგმა. მე ვფიქრობ, რომ 21 მარტს, საქართველოს მასშტაბით ჩატარდა ნამდვილად ევროპული პოლიტიკური პროცესი და სახელმწიფო იდგა თავის ადგილას”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






