პრეზიდენტი ადასტურებს, რომ თანამდებობიდან გადადგომის ზღვარზე იყო. ამის შესახებ მარგველაშვილმა გადაცემა „არჩევანის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ღია კრტიკა მის მიმართ ხშირად მიმდინარეობდა, თუმცა ამ ეტაპზე პროცესებს მშვიდად უყურებს.
"ზეწოლა მიმდინარეობს კი და ეს მთელი წელია, გრძელდება. ეს არ არის კულუარული პროცესი. ეს არის ღია კრიტიკა ჩემდამი. ამ ეტაპზე მე ძალიან მშვიდად ვუყურებ ამ კრიტიკას. ამ კრიტიკასაც თავისი პოზიცტიური გავლენა აქვს, რადგან მე არ მინდა რიგ საკითხებზე პოლემიკაში, რომელიც ხშირად მისაღებ ზღვარს სცდება. ხშიად პოლიტიკოსებს ავიწყდებათ, რომ მე რომელიმე პარტიის წევრი არ ვარ. პოლიტიკოსების განცხადებები გარკვეულ ზღვარს ხშირად სცდება ხოლმე. ზედმეტად ეჭვიანობენ ჩემს ყოველ გამონათქვამზე. მე ვარ ყველას პრეზიდენტი“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






