პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი განმარტავს, რომ მაუწყებლის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც სარეკლამო დროის შეზღუდვას ითვალისწინებს, გარკვეული მიზეზის გამო ვერ დაადებდა.
როგორც მარგველაშვილმა გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, ამ ტემაზე პროტესტი მხოლოდ „რუსთავი2“-მა გამოთქვა და პრეზიდენტის ვეტო რომელიმე ტელეკომპანიის ლობირება არ უნდა გამოდიოდეს.
„ამის თაობაზე ჩვენ გვქონდა დისკუსიები. მე შევხვდი ტელეკომპანიების ხელმძღვანელებს. ვითარება არის შემდეგი. ის ცვლილებები, რომელიც თქვენს მიერ იყო გაპროტესტებული, რეალურად. ამ ცვლილებების პრობლემატურობა ჩანდა მხოლოდ „რუსთავი 2“-ის მიერ. პრეზიდენტის ვეტო რომელიმე კომპანიის ლობირება არ უნდა გამოდიოდეს. ყველას რომ გაეპორტესტებინა ეს იქნებოდა ზოგადად ჟურნალისტების პრობლემა. პრეზიდენტის ვეტო უნდა იყოს მედიის დაცვა. არის კიდევ მეორე მომენტი. წარმოიდგინეთ ჩემს მიერ ვეტოს დადება იმ რეგულაციაზე რომელსაც მხარს ვუჭერს, როგორც ევროპული სისტემის დანერგვის ერთ-ერთ სტანდარტს. მე ვერ ვიქნები ლობისტი, თუმცა მე ვიქნები "რუსთავი2"-ის დამცველი“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, მაუწყებლის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები, ძალაში ხვალიდან შედის.
მასალის გამოყენების პირობები






