პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მზად არის პოპულარიზაცია გაუკეთოს მთავრობის მიერ გაკეთებულ საქმეებს.
ამის შესახებ გადაცემა „არჩევანში“ გიორგი მარგველაშვილმა გოგი თოფაძის დღევანდელი მოწოდების საპასუხოდ განაცხადა.
„თოფაძემ გამოთქვა იდეა, რომ არ არის საკმარისად პოპულარიზებული საქმე, რომელიც ღიად კეთდება. მზად ვარ, საქართველოში ბიზნესის და ეკონომიკის განვითარებისთვის, მთავრობის პოზიტიური დინამიკის მხრადასაჭერად და იმისთვის, რომ პიარული კონცენტრაცია მოვახდინო, წავიდე საწარმოებში და იმედია, ჩემი იქ ჩასვლა და მედია აქტივობა ამ პროცესის პოპულარიზაციას მოახდენს. შესაბამისად, თუ არის ეს განცდა, რომ მედიაში არაადეკვატურად არის გაშუქებული რეალობა, სადაც სურვილია, რომ უფრო ადეკვატურად წარმოვაჩინოთ ყველაფერი, მე ამას გამოვაჩენს. იმედია, ჟურნალისტები ჩემი ამ ვიზიტებით დაინტერესდებიან. იქნება ეს მთავრობა თუ სხვა შეუძლიათ აღმიქვან პოზიტიური პიარის მხარედ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






