განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის თქმით, როგორც კი შესაძლებლობა მიეცემა გიორგი მარგველაშვილის გამოსვლას აუცილებლად მოისმენს.
„ფიზიკურად ვერ მოვასწარი, მაგრამ აუცილებლად გავეცნობი, რადგან საინტერესოა. ვფიქრობ ყველა ქართველისთვის და რიგითი მოქალქისთვის უნდა იყოს საინტერესო, რას ამბობს პრეზიდენტი. როგორც კი მომეცემა შესაძლებლობა მოვისმენ დეტალურად“, - განაცხადა სანიკიძემ.
დაძაბული გრაფიკი დაასახელა კულტურის მინისტრმას პარლამენტში არ მისვლის მიზეზად.
„დაძაბული გრაფიკის გამო ვერ ვესრწები, მაგრამ ეს არა უფლების ან ვალდებლების, არამედ მიზანშეწონილობის საკითხია. ამიტომ ყევლა მინისტრმა თავად გადაწყვიტა, როგორ უნდა მოქცეულიყო. არავინ არავის მნიშვნელობას არ აკნინებს. აუცილებლად დიდი ყურადღებით გავეცნობი რაზე ისაუბრა პრეზიდენტმა“, - განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით დღეს წარსდგა. მის გამოსვლა მთავრობის წევრები არ დასწრებიან.
მასალის გამოყენების პირობები






