პორტუგლიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ცხინვალი-მოსკოვის ე.წ. ხელშეკრულება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს.
ამის შესახებ ნათქვამია პორტუგალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
"პორტუგალიის მთავრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასა და რუსეთის ფედერაციას შორის გაფორმებული, „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოეწერა მ.წ. 18 მარტს, არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება, ისევე როგორც რუსეთსა და აფხაზეთს შორის ნოემბერში გაფორმებული ხელშეკრულება, ხელს უშლის რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას.
პორტუგალიის მთავრობა, კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს მხარეებს აქტიურად ჩაერთონ ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესში", - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






