არის თუ არა NATO უთანხმოების საგანი პრეზიდენტსა და მთავრობას შორის- ექსპერტის შეფასება
პოლიტიკა - 18:47, 31 Mar, 2015     1539
ექსპერტ ნიკა ჩიტიძის აზრით, პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით რეალური აქცენტები დასვა და ასევე კიდევ ერთხელ გამოკვეთა ქვეყნის საგარეო პრიორიტეტები. გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური საპარლამენტო გამოსვლა ნიკა ჩიტიძემ „ნიუპოსტთან“ საუბარში შეაფასა:

„საქართველოს პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში კიდევ ერთხელ გამოკვეთა ქვეყნის პრიორიტეტი საგარეო მიმართულებით, განაცხადა რა, რომ ქვეყნის არჩევანი ევროპული და ევროატლანტიკური კურსია. გიორგი მარგველაშვილმა ასევე რეალისტური ხედვები წარმოადგინა რუსეთის იმპერიალისტურ პოლიტიკასთან დაკავშირებით და ამ პოლიტიკის გაგრძელებაზე საქართველოს და არა მარტო საქართველოს მიმართ.“- აღნიშნა ჩიტიძემ.

ექსპერტის შეფასებით, პრეზიდენტის გამოსვლიდან, ნათლად გამოჩნდა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უთანხმოება:

„პრეზიდენტის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვიწრო პარტიულმა და უწყებრივმა ინტერესებმა არ უნდა შეიწიროს საქართველოს ევროატლანტიკური პლატფორმა, საფუძველი გააჩნია , რადგან პრეზიდენტის მოთხოვნას, რომ ნატოს არსებითი პაკეტის განხორციელებასთან დაკავშირებით მთავრობის სხდომა იქნეს მოწვეული მთავრობა არ პასუხობს, ასევე მარგველაშვილის მიერ მოწვეულ უშიშროების საბჭოზე ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მთავრობის წევრების დასწრება, რაც თავისთავად აფერხებს გარკვეულ პროცესებს.
აქ ნათლად ჩანს რომ პრეზიდენტსა და მთავრობის წევრებს უთანხმოებაა, მაგრამ ეს აჩენს ასევე კითხვას რეალურად სურს თუ არა აღმასრულებელ ხელისუფლებას ქვეყნის ნატოში ინტეგრაცია. ან შესაძლოა ხელისუფლებას ეს სურვილი აქვს, მაგრამ არ უნდა რომ ეს პრეზიდენტის ინიციატივით მოხდეს. რეალურად კი ზარალდება საქართველოს ეროვნული ინტერესები.“- აცხადებს ექსპერტი.

ნიკა ჩიტიძე ეთანხმება გიორგი მარგველაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ უწყებებს შორის ფუნქციათა დუბლირებები გაუგებრობებს და პროცესის შეფერხებას იწვევს.

„აბსოლუტურად მიუღებელია უწყებებს შორის ფუნქციათა დუბლირება, იგივე უშიშორების და უსაფრთხოების საბჭოები, საგარეო საქმეთა სამინისტო და საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭო. პარალელური სტრუქტურების შექმნა იწვევს გარკვეულ კითხვებს“- აღნიშნავს ექსპერტი.


ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42