ეკონომიკის მინისტრის პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ უწყებათშორისი ფორმატის არსებობა მასში ჩართული არც ერთი მინისტრის პასუხისმგებლობის ხარისხს არ ამცირებს.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, გადაწყვეტილებების მიღების უწყებათშორისი ფორმატი არსებობს არამხოლოდ საქართველოში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაში.
„ისეთი საკითხები, რომელიც მოითხოვს არა ერთი, არამედ რამდენიმე უწყების ჩართულობას, ძალიან ხშირად იხილება სწორედ ასეთ უწყებათშორის ფორმატში. ვინაიდან ეკონომიკა გახლავთ უმთავრესი გამოწვევა ჩვენი მთავრობისთვის, ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანესი საკითხების გადასაწყვეტად ვიყენებთ ფორმატს, სადაც რამდენიმე მინისტრის ჩართულობა არის უზრუნველყოფილი, რათა მიღებულ იქნას შეჯერებული გადაწყვეტილებები. ამგვარი ფორმატის არსებობა, არავითარ შემთხვევაში არ ამცირებს არც ერთი ჩართული მინისტრის პასუხისმგებლობის ხარისხს“, - განაცხადა კვირიკაშილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, ეკონომიკის მინისტრის გადაწყვეტილებებს ხშირად სხვადასხვა ეკონომიკური პროფილის საბჭო და შესაბამისი თემატიკის სააგენტოები აფერხებენ.
მასალის გამოყენების პირობები






