საქართველოს დელეგაცია ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტს შეხვდა
პოლიტიკა - 17:02, 31 Mar, 2015     1137

საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის ხელმძღვანელობით ქ.ბრიუსელში გაიმართა საქართველოს დელეგაციის შეხვედრა ევროკომისიის პირველ ვიცე–პრეზიდენტთან ფრანს ტიმერმანსთან.

შეხვედრას საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ერთად ესწრებოდნენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, დავით ბაქრაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე და დელეგაციის სხვა წევრები.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის პრიორიტეტები. ხაზი გაესვა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" 2015 წლის რიგის სამიტის მნიშვნელობასა და ამ კონტექსტში საქართველოს მთავრობის მოლოდინებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხს. საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული რეფორმებისა და მიღწეული პროგრესის შესახებ და ტიმერმანსს სთხოვა ევროკომისიის ანგარიშის დაჩქარებული პროცედურით მიღების საკითხში მხარდაჭერა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დასკვნით ეტაპზე იმყოფება. მ.წ. დეკემბრიდან საქართველოში განხორციელდა შემფასებელი მისიების ვიზიტები, რომლის საფუძველზეც მომზადდება ევროკომისიის ანგარიში. საქართველოს ხელისუფლების მოლოდინია „აღმოსავლეთ პარტნიორობის" 2015 წლის მაისში დაგეგმილი რიგის სამიტზე შეასაბამისი რეფორების წარმატების სრულყოფილი აღიარება და ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის მიღება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42