მოსახლეობა ფიცრებით, ნამგლებით მოვა და აქედან გაგვიყვანს, პირველ რიგში უმრავლესობას- ლონდარიძე
პოლიტიკა - 16:09, 31 Mar, 2015     3644
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა-რეგიონების" ხელმძღვანელის ტარიელ ლონდარიძის განცხადებით მთავრობამ პარლამენტში არმოსვლით პრეზიდენტისადმი უპატივცემულობა გამოავლინა, მისი თქმით მინისტრებმა ვერ გაბედეს ივანიშვილის მითიტებას შეწინააღმდეგებოდნენ.

"დღეს ნამდვილად აღსანიშნავი დღეა, რომ პრეზიდენტი პარლამენტში იმყოფება. გულდასაწყვეტია, რომ დღეს პარლამენტში არ იმყოფებიან მთავრობის წარმომადგენლები და სკამები ცარიელია. ეს ჩემთვის მიუღებელია. მე მინდა ვთქვა, რომ მთავრობის ეს გადაწყვეტილება აღიქმება მთავრობის მხრიდან პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემულობად. ივანიშვილის კონკრეტულ მითითებას ვერ ასცდა დღევანდელი ხელისუფლება და ვერ გაბედა, რომ მოსულიყო და პატივი ეცა პრეზიდენტისა და პარლამენტისთვის და მოესმინა ის დადებითი თუ უარყოფითი კრიტიკა მის მიმართ“- განაცხადა ტარიელ ლონდარიძემ.

დეპუტატის თქმით მთავრობას არც კრიტიკის მოსმენა სურს და არც მოქმედების გეგმა გააჩნია, ამ ფონზე კი მოსახლეობა ღარიბდება და მოთმინებაც ეწურება:

"ხადური ამბობს, რომ კრიზისი არ არის და არც გეგმა არ არსებობს, არადა რეალურად ვითარება სხვა არის. ეკონომიკური კრიზისი ქვეყანაში ნამდვილად არსებობს, თუმცა მთავრობას გეგმა არ აქვს ეს კი არის მიზეზი რატომაც არ მოვიდა მთავრობა დღეს პარლამენტში. მათ ხალხთან სალაპარაკო არ აქვთ. ნუ დაელოდებით იმ დროს, რომ მოსახლეობა, რომელიც ყოველდღიურად ღარიბდება მოვა ფიცრებით და ნამგლებით და გაგვიყვანს აქედან. პირველ რიგში ეს უმრავლესობას ეხება,"- აღნიშნა ლონდარიძემ.


ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42