პრეზიდენტის განცხადებით, ეკონომიკის მინისტრის გადაწყვეტილებებს ხშირად სხვადასხვა ეკონომიკური პროფილის საბჭო და შესაბამისი თემატიკის სააგენტოები აფერხებენ.
ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ასეთ ვითარებაში კი ეკონომიკური განვითარება შეუძლებელია.
"წარმოუდგენლად მიმაჩნია სწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების განხორციელება დღეს არსებული სისტემური პარალელიზმის პირობებში. შეუძლებელია ეკონომიკის განვითარება როდესაც, ერთის მხრივ, გვყავს ეკონომიკის მინისტრი, მეტიც ვიცე-პრემიერი, რომლის გადაწყვეტილებებს აფერხებს სხვადასხვა ეკონომიკური პროფილის საბჭო და შესაბამისი თემატიკის სააგენტოები. ამიტომ, სწრაფად უნდა გავაანაზილოთ არსებული ვითარება და მივიღოთ გადაწყვეტილებები პასუხისმგებელი პირების სათანადო ნდობითა და ფუნქციებით აღჭურვის თვალსაზრისით", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






