პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში სასურველი ეკონომიური დინამიურობა ჯერაც არ მიღწეულა.
ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში სახეზეა ეკონომიკური ზრდის შენელება.
„ფაქტია ჯერაც ვერ მივაღწიეთ ეკონომიიური პროცესების სასურველ დინამიურობას, კვლავ მაღალია უმუშევართა რიცხი, უთანასწორობის დონე. სახეზეა ეკონომიკური ზრდის შენელება. დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა უზრუნველყოთ ეკონომიკური ზრდა, დასაქმება და ქვეყანში უთანაწრობის შემცირება. რა პოტენციალი გაქვს ამ თვალსაზრისით? ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ახალი სტიმულია ეკონომიკის ზრდისათვის. ამავე დროს, ეს არის ახალი შესაძლებლობა სხვა სივრცეების ათვისებისთვის. შესაბამისად, საჭიროა ბიზნესის და საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა იმ შესაძლებლობის შესახებ, რაც ამ ხელმოწერის შეთანხმებამ მოგვცა. საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გაფორმებული აქვს თურქეთის და დსთ-ს სხვა ქვეყნებთანაც. თუ ამას დავუმატებთ საერთაშორისო რეიტინგებს, რომლებიც ჩვენ გვაქვს, თუ დავუმატებთ კორუფციის და კრიმინალის დაბალ დონეს და გადასახადების დაბალ დონეს, ჩვენ ძალიან საინტერესო შესაძლბელობას ვუხსნით ყველა მიმართულებით ინვესტორებს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






