საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის თქმით, პარლამენტში დღეს მოხსენებით გამოსვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
მისი თქმით, 31 მარტი არის საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღე და ასევემ ის თარიღი, როდესაც რეფერენდუმით დადგინდა ქვეყნის დამოუკიდებლობა.
„პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან - ევროპულ სახელმწიფომდე“ - შარშან პარლამენტში სწორედ ასე განვსაზღვრე უახლოესი მომავლის პოლიტიკური ამოცანა. წელს კი ჩვენ მტკიცე ნაბიჯი უნდა გადავდგათ ევროპული სახელმწიფოს განმტკიცებისთვის. ისტორიულად, კულტურულად ჩვენ ევროპა ვართ, არა უბრალოდ მისი ნაწილი არამედ ევროპის განვითარებისა და ქმნადობის თანამონაწილე. შეიძლება უფრო მეტი ღვაწლიც კი მიგვიძღვის ამ ყველაფერში, რადგან გეოგრაფიული სიშორიდან გამომდინარე, ჩვენ ხშირად მარტოს გვიწევდა იმ ღირებლებების დაცვა, რომელიც ასე მნიშვნელოვანი იყო ევროპული ცივილიზაციისთვის. ჩვენი დღევანდელი გამოწვევაა, რომ ყოველდღიურობაში მყარად დავამკვიდროთ ის ფასეულობები და მდიდარ მემკვიდრეობაზე ავაშენოთ ევროპული საქართველო, რომლის ცენტრში დგას ადამიანი. ეს არის ჩვენი ამოცანა. ახლა როდესაც მსოფლიო ახალი წესრიგის ძიების პროცესშია, არა მხოლოდ ჩვენ გვჭირდება ევროპა, არამედ დასავლეთს და ევროპასაც სჭირდება ძლიერი დემოკრატრუიული საქართველო. იმისთვის რომ შემდეგი ნაბიჯი სწორი მიმართულებით გადავდგათ საჭიროა კარგად გავაცნობიეროთ სად ვიმყოფებით, სიმართლე ვუთხრათ ერთმანეთს და ამ სიმართლის წერტილიდან სწორად დავგეგმოთ ჩვენი განვითარების მომავალი", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






