ფარული მიყურადების ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა დღეიდან ამოქმედდა. პარლამენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ეძლევა შესაძლებლობა, რომ ზედამხედველობა გაუწიოს ფარული საგამოძიებო მოქმედების სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადღებას.
ასევე ამოქმედდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ე.წ. ორეტაპიანი ელექტრონული სისტემა. აღნიშნული სისტემა ითვალისწინებს, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელებაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისგან ელექტრონული თანხმობის გაცემა იქნება საჭირო.
საგამოძიებო მოქმედებებზე განხორციელებული კონტროლის შედეგების შესახებ ანგარიშს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და შინაგან საქმეთა სამინისტრო წელიწადში ორჯერ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს წარუდგენს.
შეგახსენებთ, ფარულის მოსმენების შესახებ კანონი საკანონმდებლო ორგანომ გასულ წელს დაამტკიცა.
მასალის გამოყენების პირობები






