ნატო-ს გენერალური მდივნის, ისენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთს გავლენის სფეროების აღდგენა სურს.
„ვფიქრობს, რომ რუსეთის მიზანი - გავლენის სფეროების აღდგენაა, რაც ჩვენთვის მიუღებელია. ყოველი ერი სუვერენულია და ჩვენ ყველამ, პატივი უნდა ვცეთ მათ ტერიტორიულ მთლიანობასა და საზღვრებს“ - განაცხადა სტოლტენბერგმა ბრიუსელში ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტისა და უშიშროებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, რუსეთის ქმედებები გავლენას არა მარტო უკრაინაზე, არამედ საქართველოსა და მოლდოვაზეც ახდენს.
„რუსეთი თავის აგრესიულ ქმედებებზე პასუხისმგებელია არა მხოლოდ უკრაინაში. მან საკუთარი ჯარები მოლდოვაში განათავსა, გამოიყენა საქართველოშიც... ანექსირებულ ყირიმში ახორციელებს სეპარატისტების მხარდაჭერას, ხელს უწყობს უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციას. ნათელია, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესია - ეს ფედერაციის ფართო პოლიტიკის ნაწილია და ეს კიდევ უფრო დიდი შეშფოთების საბაბს იძლევა“ - აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.
მისივე თქმით, ნატო ათწლეულების მანძილზე იცავს და კვლავაც განაგრძობს წევრი ქვეყნების უსაფრთხოებას დაცვას.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






