„რატომ ეწინააღმდეგება რუსეთის ფედერაცია ასე, მხოლოდ თავდაცვისუნარიანობის გამტკიცებას , თუ მას კიდევ არ აქვს მზაკვრული გეგმები? ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციიდან ნებართვა სუნთქვაზეც აიღოს. ამ ხელისუფლებას მაინც მოუწევს რაღაცეებიდან თავის ამოყოფა და პასუხის გაცემა“- განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
შეგახსენებთ, ირაკლი ალასანიას განცხადებით მისი თავდაცვის მინისტრის პოსტზე ყოფნისას, საქართველოსა და საფრანგეთს შორის საჰაერო უსაფრთხოების მემორანდუმზე ხელმოწერა უნდა მომხდარიყო. საფრანგეთში ვიზიტად მყოფ ირაკლი ალასანიას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მაშინდელმა ხელმძღვანელმა, მინდია ჯანელიძემ დაურეკა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვები გადასცა. როგორც ალასანიამ აღნიშნა, პრემიერის სიტყვების თანახმად, მას საჰაერო თავდაცვის შესახებ მემორანდუმისთვის ხელი არ უნდა მოეწერა. თუმცა ალასანიამ მემორანდუმს ხელი მაინც მოაწერა. ხელშეკრულების განხორციელების საბოლოო ვადად ალასანია 31 მარტს ასახელებს.
თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე მისი წინამორბედის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საფრანგეთსა და საქართველოს შორის საჰაერო თავდაცვის შესახებ დოკუმენტი რაზეც ირაკლი ალასანია საუბრობს ბუნებაში არ არსებობს.
მასალის გამოყენების პირობები






