"პრემიერს ჰყოფნის თავხედობა, ძალაუფლება ქართველ ერზე ძალადობით და უზნეობით შეინარჩუნოს"
პოლიტიკა - 17:47, 30 Mar, 2015     1977

,,დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ თავმჯდომარის მუხრან ბურჭულაძის თქმით, მთავრობა გადადგომის შესახებ მოთხოვნას მომავალში ყოველი ოჯახიდან გაიგებს. ბურჭულაძის განცხადებით ამ მოთხოვნას რამდენიმე საფუძველი აქვს, ეს არის შექმნილ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობა, კრიმინალის გაზრდადა ჯარში არსებულ პრობლემები.

„21-მა ჩაიარა, ხალხი შინ იმ იმედით დაბრუნდა, რომ ხელისუფლებაში ცვლილებები იქნებოდა, თუმცა ხადური კვლავ ციკანს მიირთმევს, წულუკიანი განაგრძობს უცხოელების დევნას და რასიზმის ნერგვას, მოტყუებული წნევიანი პენსიონერი კი რეცეპტის რიგში დგომას. ხალხს კვლავ ემუქრება შიმშილი, ძლიერი თავდაცვის გაძლიერების ნაცვლად ორი წელია ვისმენთ, რომ ჯარს დიარეა აწუხებს, პოლიტიკოსები თუ ბიზნესმენები ქრებიან, ქვეყანა კრიმინალის ჭაობში ეფლობა. "უკეთეს" შედეგს ხომ პუტინი ვერც ინატრებდა.

არშემდგარი პრემიერის აზრით, ათასობით ქართველი დაშინებული და მოსყიდულია. მას ჰყოფნის თავხედობა, ძალაუფლება ქართველ ერზე ძალადობით და უზნეობით შეინარჩუნოს.

21 მარტს ჩვენ ვაჩვენეთ მტერსაც და მეგობრებსაც, თუ რა ფასეულობები აქვს ქვეყანას და მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობს პრობლემის გადაჭრას ევროპელი ხალხი. თუმცა სამწუხაროდ მთავრობამ ვერ უპასუხა საკუთარ ხალხს ამავე გზით და პირიქით - გაემიჯნა მას. პრემიერის პასუხი იყო აბსოლუტურად არაადექვატური, მან აირჩია ხალხთან დაპირისპირების გზა. ის ვერ აცნობიერებს თუ რამდენად საშიშია უზნეობა და საკუთარი ხალხის შეურაცხყოფა. მან ვერ გაიგო მთავარი - რომ მთავრობა რომლის ნაბიჯები არ პასუხობს ხალხის მოთხოვნას, უნდა წავიდეს. ღარიბაშვილს არ ესმის, რომ არათუ ათასების და ათიათასების, არამედ თითოეული ქართული ოჯახისა და თითოეული საქართველოს მოქალაქის სიტყვა ანგარიშგასაწევია, რადგან ესაა ჩვენი ქვეყნის ძირითადი ფასეულობა - ადამიანი, მისი უფლება და ინტერესი.

პროცესი დაწყებულია და ამას ვეღარაფერი შეაჩერებს - ოკუპანტის მარიონეტი, ქვეყნის დამაქცევარი და გლეხის ლუკმით გამძღარი მთავრობა უნდა წავიდეს. ამ მოთხოვნას ხშირად გაგაგონებთ ყოველი კუთხიდან, სოფლიდან თუ ოჯახიდან!“, - აცხადებს ბურჭულაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42