2008 წელს მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა ჯამბულ გამცემლიძე ბესიკ ხარძიანის მკვლელობის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს რომ ის ადამიანები, რომლებიც მათი გარდაცვლილი შვილების სურათების ფრიალით მოვიდნენ ხელისუფლებაში, სამართლიანობის დამკვიდრების აგვიანებენ.
„რა გახდა ეს სამართლის დამკვიდრება,ნება არ არისო ისმის, ვინ არის ეს ნება ის მაინც თქვით, რომ მივადგეთ და მოვთხოვოთ პასუხი, თუ არა და წაეთრიეთ იქ საიდანაც მოხვედით, იმიტომ ვიხდით ბიუჯეტში ფულს, რომ ვიგინდარები ვარჩინოთ... დავიღალე ლოდინით, ჩემი შვილის საქმის გამოძიებას ერთი თვეც არ უნდა, მომკალით მეც სანამ სისულელე არ ჩამიდენია... ჩამოათრიეთ აქ ის მკვლელების ბრიგადირი სააკაშვილი, მიხედეთ ამ გაწარებულ ხალხს, როდემდე გვაქვს ლოდინის რეჟიმი ის მაინც გვითხარით, ან ტელევიზიებში ნუ ეძახით ამ დაპლებს, გასკდა გული... მე ყველაფერი გავაკეთე, რომ ხელისუფლებაში მოსულიყავით, ჩემი და ჩვენი შვილების სურათების ფრიალით მოხვედით ხელისუფლებაში, კეთილი ინებეთ და მიხედეთ საქმეს, შვილი მომიკლეს, მეგობარი მომიკლეს, მეტი რა უნდა მატკინოთ, მომკალით და მეც დავისვენებ და თქვენც ,ჩემგან... მე კი სიკვდილს არ ვაპირებ, სანამ ბოლო ლურსმანს არ ჩავაჭედებ ნაცების პოლიტიკურ კუბოს...“- წერს ჯამბულ გამცემლიძე.
მასალის გამოყენების პირობები






