პრემიერ-მინისტრის სიმამრი თამაზ თამაზაშვილი „ასავალ დასავალის“ ფურცლებიდან გაზეთ „ქრონიკა+“ მთავარ რედაქტორს, ელისო კილაძეს ღია წერილით მიმართავს:
„გადავწყვიტე, ერთხელ დამედო პატივი და მეპასუხა ელისო კილაძისთვის, რომლის მთავარი მიზანი, იდეაფიქსი სხვისთვის ტალახის სროლა და ისეთი სიბინძურეების დაბრალებაა, რომელთა მოგონება ყველა ნორმალურ ადამიანს გაუჭირდება... მე შევეცდები, ვიყო კორექტული და არ გაგიტოლდეთ თუნდაც ლექსიკაში, ქალბატონო ელისო! მხოლოდ გკითხავთ:რამ გაგაბოროტათ ასე? რამ გააბოროტა ყველა ის ადამიანი (საბედნიეროდ, ძალიან მცირე წრე), რომელიც უპირობოდ იზიარებს თქვენს პასკევილებს, ტყუილს, ცილისწამებას? დისკომფორტი შეგექმნათ რამე? სხვა მოლოდინები გქონდათ და ვერ აისრულეთ?“
„აგიჩემებიათ: წითელი ხაზი გადაკვეთაო! საინტერესოა, თქვენ ვინ დაგნიშნათ ამხაზველად და თუ ამ პროფესიასაც ითავსებთ, თქვენთვის სად გადის წითელი ხაზი? როცა თქვენ ვინმე შეგეხებათ? ან თქვენ შვილებს?... ბუნებაში არ არსებობდა რაიმე, რაც კომპრომატად გამოგადგებოდათ, იმიტომ, რომ მე ნამდვილ ოჯახში გავიზარდე და კარგად ვიცოდი ავისა და კარგის გარჩევა, იმიტომ, რომ ჩემს შვილებსაც ასევე ვზრდიდი! იმიტომ, რომ ვერც მე და ვერც ჩემს შვილებს ვერავინ წამოაძახებს ან ნარკოტიკთან , ან რაიმე დანაშაულთან შემხებლობას!აი, ესაა, რომ გაწუხებთ! ესაა, დისკომფორტს რომ გიქმნით!“
მიკვირს თქვენი ხმამაღალი განცხადება: ან თამაზაშვილი იქნება ამქვეყნად, ან მეო... მე არსად წასვლას არ ვაპირებ და თქვენი არ ვიცი! თუ მემუქრებით?
სხვათაშორის აქაც ძალიან გავხართ თქვენსავე მოძღვარს მიშა სააკაშვილს. ყველა პირობაზე, რაც ციხეში ყოფნისას შემომითვალა და უარი მიიღო, განაცხადა: ვიდრე მე ვიქნები თამაზაშვილი ამ ქვეყანაში ვერ იქნებაო... და ახლა როგორაა? ვინ არის ამ ქვეყანაში - მე თუ სააკაშვილი?
„არა, ქალბატონო ელისო, თქვენ სწორედ ივანიშვილს ებრძვით და არა პირადად მე. არც ნაციონალებს ვადარდებდი დიდად. მე დამიჭირეს იმიტომ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი ვიყავი და ირაკლი კი - ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელი, ნამდვილად მისი ერთგული ადამიანი! თქვენი მთავარი სამიზნე ბიძინა ივანიშვილია და მოკლე ჭკუით ფიქრობთ, რომ თუ ჩვენი სახელის დისკრედიტაციას მოახდენთ, ამით მის სახელსაც შებღალავთ! ვერ მოგინელებიათ რომ მან დაამთავრა ნაციონალები საქართველოში.“
„თქვენ ყოველდღე ოცნებობთ და ჩიტებით გარშემორტყმული წერთ: ღარიბაშვილი გადააყენა, პრემიერი მოხსნა და ა.შ მაგრამ ერთი რამ გავიწყდებათ: ირაკლი ღარიბაშვილისთვის , თქვენი მეგობარი ნაციონალებისგან განსხვავებით სკამი არ არის ძალაუფლებისა და ფულის მოხვეჭის საშუალება და არც თვითმიზანი, და როცა წავა, წავა ამაყი, მართალი და არა „ბულავკამიბნეული“ და მიწაზე მფორთახვი. აი თქვენ კი რა გეშველებათ. გაითვალისწინეთ: გულწრფელად მეცოდებით.“
„რუსთავი 2“-მა აჩვენა ნანუკა ჟორჟოლიანისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა. ამ უკანასკნელს შეუქია ელისო კილაძე: კარგი გოგო ყოფილა და ბოლომდე დატვირთეთო...აბა, თქვენ იცით: დატვირთეთ ბოლომდე, ოღონდ მარჩენალს არ აწყენინოთ“- წერს თამაზ თამაზაშვილი.
წყარო „ასავალ-დასავალი“
მასალის გამოყენების პირობები






