იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმედოვნებს, რომ ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიების შედეგები მალე დაიდება.
წულუკიანის თქმით, ხარძიანის ოჯახის არაერთი წევრი 2012 წელს მასთან ერთად იბრძოდა უსამართლობის წინააღმდეგ.
"იმედი მაქვს, რომ შედეგები ძალიან მალე დაიდება. რაც შეეხება თავად ბატონი ხარძიანის ამ საზარელ პირობებში მკვლელობას, მე პირადად დიდ გულისტკივილს გამოვხატავ და ვუსამძიმრებ მის ოჯახს, რომლის არაერთი წევრიც ჩემთან ერთად, ნაძალადევში უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში იყო ჩართული", - განაცხადა წულუკიანმა.
ბესიკ ხარძიანს 28 მარტს საკუთარ სახლთან ესროლეს. ის მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს. ფაქტზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრხ მკვლელობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






