ირაკლი კორძაია ზვიად ჯანყარაშვილის ადვოკატების განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ მის წინააღმდეგ უდესინია-ჯანყარაშვილის გაერთიანებას ელოდა.
ის ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას რჩევასაც აძლევს.
„ჯანყარაშვილის და უდესიანის ადვოკატებისთვის ერთი პასუხი მაქვს. მე ველოდი ამას, როდესაც ისინი შეთანხმდებოდნენ ცალ-ცალკე ჩემზე დასარტყმელად. ერთადერთი რჩევა მაქვს, მათ ძალიან უყვართ ფული ორივეს, დაზოგონ ფინანსები და ერთი საერთო ადვოკატი აიყვანონ. მოუთმენლად ველი როდის შეიტანენ სარჩელს ჩემს წინააღმდეგ ერთიც და მეორეც, თუმცა მე ვერ ვყოფ მათ, ჯანყარაშვილს როცა ვამბობ, ვგულისხმობ უდესიანს, უდესიანს როცა ვამბობ, ვგულისხმობ ჯანყარაშვილს. დიმიტრი გაბუნიასთვის მექნება ერთი რჩევა, კომპარტიის გარდამავალი დროშასავით, ხელიდან ხელში ნუ გადავა“, - განაცხადა კორძაიამ.
შეგახსენებთ, დღეს ზვიად ჯანყარაშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ირაკლი კორძაიას წინააღმდეგ სარჩელს ამზადებენ. ამის მიზეზი კორძაიას მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება გახდა. ჟურნ ალისტის ინფორმაციით, ჯანყარაშვილს პირდაპირი ბიზნესკავშირები აქვს გია უდესიანთან.
მასალის გამოყენების პირობები






