ბიზნესმენი ხარძიანის მკვლელობის საქმეში ხელისუფლების დანაშაულის შესახებაც საუბრობს.
„არ არის გამორიცხული, რომ ამ საქმეში უდესიანი ფიგურირებდეს. ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ. ამ ვითარებაში ნაკლებ სავარაუდოა, რომ ეს პროცესი, გამოძიება წარიმართოს ისე, როგორც საქმეს სჭირდება, ამიტომ არის საჭირო საზოგადოების ჩართულობა, რომ ეს პროცესი ბოლომდე მივიდეს.
მეგობრები და ნათესავები შემართებით ვართ განწყობილები, უფრო რადიკალურ ნაბიჯებს გადავდგამთ. აქამდე ჩვენ კანონმორჩილები ვიყავით. ჩვენ ხელისუფლების „კეთილ ნებას“ ველოდებოდით და სამწუხაროდ, ეს ნება დღემდე არ ჩანს, ტერორი მიმდინარეობს. ჩვენ ვაიძულებთ ხელისუფლებას, რომ გადადგას ნაბიჯები ამ პროცესის დასაწყებად,“ - განაცხადა დავით ბეგიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბესიკ ხარძიანს ორი დღის წინ საკუთარ სახლთან ესროლეს. ის მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობებით რეპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ლაშა ჯააფრიძე
მასალის გამოყენების პირობები






