"ქართული ოცნების" ყოფილი აღმასრულებელი მდივანი ზვიად ჯანყარაშვილი გია უდესიანთან ბიზნესპარტნიორობის შესახებ ირაკლი კორძაიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას რამდენიმე დღეში უპასუხებს.
ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ჯანყარაშვილის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა.
"რამდენიმე დღეში უკვე თავად ჯანყარაშვილი წარსდგება საზოგადოების წინაშე და ყველა ბრალდებას უპასუხებს", - განაცხადა გაბუნიამ.
ჟურნალისტ ირაკლი კორძაიას განცხადებით, ბესიკ ხარძიანისთვის წართმეული ბიზნესის დაბრუნებას „ოცნების“ ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებიც სპეციალურად აფერხებდნენ, ამასთანავე კორძაიას შეფასებით, მნიშვნელოვანი საფუძველი გააჩნია ოჯახის ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ მკვლელობასთან კავშირი გია უდესიანს აქვს.
„უდესიანის გვარის გარდა ამ საქმეში მართალია ფარულად მაგრამ გამოჩნდა სხვა გვარებიც, ეს გვარებია ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც ხელოვნურად აყოვნებდა ამ პროცესს, ეს არის ბატონი ჯანყარაშვილი რომელსაც აქვს პირდაპირი ბიზნესინტერესები უდესიანთან“, - განაცხადა კორძაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






