ჯანყარაშვილის ადვოკატები მოკლული ბიზნესმენის მეგობარს, კორძაიას უპირისპირდებიან
პოლიტიკა - 14:12, 30 Mar, 2015     1535

ზვიად ჯანყარაშვილის ადვოკატები მოკლული ბიზნესმენის ბესო ხარძიანის მეგობარს ირაკლი კორძაიას უპირისპირდებიან. ადვოკატები სთხოვენ კორძაიას, რომ ერთი კვირის განმავლობაში წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომელიც ჯანყარაშვილი-უდესიანის საერთო ინტერესებ და ბიზნესკონტაქტებს დაადასტურებს.

წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სასამართლოში კორძაიას წინააღმდეგ სარჩელს შეიტანენ.

„ეს არის ზვიად ჯანყარაშვილის მიზანმიმართული დისკრედიტაცია, რომელიც შეიძლება სადღაც დაიგეგმა. ამას ალბათ გამოძიება გვიჩვენებს. მას შემდეგ რაც მთავრობის ადმინისტრაციამ ამასთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება, ირაკლი კორძაიამ თუ არ უარყო ეს ინფორმაცია, მან უფრო განავრცო ეს თემა და განაცხადა, რომ მას შესაბამისი მტკიცებულებები აქვს“, - განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ.

ირაკლი კორძაიას განცხადებით, ბესიკ ხარძიანისთვის წართმეული ბიზნესის დაბრუნებას „ოცნების“ ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებიც სპეციალურად აფერხებდნენ, ამასთანავე კორძაიას შეფასებით, მნიშვნელოვანი საფუძველი გააჩნია ოჯახის ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ მკვლელობასთან კავშირი გია უდესიანს აქვს.

„უდესიანის გვარის გარდა ამ საქმეში მართალია ფარულად მაგრამ გამოჩნდა სხვა გვარებიც, ეს გვარებია ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც ხელოვნურად აყოვნებდა ამ პროცესს, ეს არის ბატონი ჯანყარაშვილი რომელსაც აქვს პირდაპირი ბიზნესინტერესები უდესიანთან“, - განაცხადა კორძაიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42