საქართველოში მეტი NATO იქნება წარმოდგენილი - ჯეიმს აპატურაი
პოლიტიკა - 14:00, 30 Mar, 2015     1606
კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის შეფასებით, საქართველო უკრაინა და მოლდოვა თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების თვალსაზრისით, NATO-სგან მეტ მხარდაჭერას იმსახურებს.

„ვიზიარებთ აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, რუსეთის მხრიდან ძლიერი ზეწოლის საფრთხის ქვეშ არიან, რომლის მიზანი პოლიტიკური კურსის ცვლილება და მოსკოვის ორბიტაზე მოქცევაა. ჩვენ ასევე გვჯერა, რომ სამივე ქვეყანა თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების თვალსაზრისით, უფრო მეტ მხარდაჭერას იმსახურებს“, - განაცხადა აპატურაიმ.

ჯეიმს აპატურაის თქმით, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით, ყველაზე მეტ მხარდაჭერას ნატო-ს მხრიდან საქართველო იღებს. ამის მაგალითად აპატურაიმ ნატო-ს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი შექმნის პროცესი დაასახელა.

აპატურაის განცხადებით, საწვრთნელ ცენტრში მიმდინარე წელს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ნატო-ს ექსპერტები ერთობლივ სწავლებას ჩაატარებენ.

„საწვრთნელი ცენტრის დაარსების შედეგად, საქართველოში მეტი ნატო იქნება წარმოდგენილი, როგორც ხილვადობის, ასევე, კონკრეტული მხარდაჭერის თვალსაზრისით“, - აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.

მისივე განმარტებით, თუ ცალკეული ქვეყნები გადაწყვეტენ, საქართველოს ორმხრივი - ტექნიკური აღჭურვილობისა და სასწავლო კუთხით მხარდაჭერა შესთავაზონ, ეს ნაბიჯი ნატო-სგან მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი იქნება.


ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42