როგორც კალაძემ ვიდეო-დიალოგისას გლობალურ ახალგაზრდა ლიდერობასა და დავოსის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მისთვის პატივია აღნიშნულ ნომინაციებში დასახელება და თუ საკუთარი ქვეყნისთვის სასარგებლო საქმის კეთებაში დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დაეხმარება, ის მით უფრო ეფექტური გახდება.
"ეს უპირველეს ყოვლისა, საქართველოს წარმატებაა, რომ მისი წარმომადგენელი ამ მნიშვნელოვან ფორუმზე დასახელებული და მიწვეულია ხანგრძლივ თანამშრომლობაზე. მეორეს მხრივ გლობალ ლიდერად დასახელება ნიშნავს იმ დიდი პასუხისმგებლობის სრულად აღებას, რის გამოც მომანიჭეს პრიორიტეტი - პერსპექტივაში განვვითარდე პროფესიული მიმართულებით და მაქსიმალურად მოვახმარო ჩემი პოტენციალი, ძალისხმევა არა მარტო საქართველოს, არამედ უამრავ გლობალურ, საერთო, საჭირბოროტო და მნიშვნელოვან თემას. დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გეცოდინებათ რამდენად მნიშვნელოვანია. მის ფორმატში არსებობს ინციატივა, რომ 40 წლამდე ასაკის, თავის საქმეში წარმატებულ, აქტიურ და პერსპექტიულ ლიდერებს არჩევენ და 6-7 წლის მანძლზე ხდება რეგულარული შეხვედრები, სწავლება, სემინარები, კონფერენციები და სხვადასხვა სასაგებლო აქტივობები. ნომინანტი შეიძლება იყოს პოლიტიკოსი, ჩინოვნიკი ან ბიზნესმენი. მოკლედ თავისი ქვეყნისთვის რაღაცაში გამოსადეგი ადამიანი და ჩემთვის დიდი პატივია ამ ნომინაციის მიღება. მე ისედაც მთელი ჩემი არსით, ცხოვრებით ვცდილობ ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე ვაკეთო და თუ ამაში, ასეთი სოლიდური ორგანიზაცია დამეხმარება, ხელს შემიწყობს, მით უფრო ეფექტური გავხდები. მადლობის მეტი რა მეთქმის და ვეცდები, ჩემი ქვეყნის მოსახლეობისა და საქართველოს პარტნიორების სურვილები და იმედები გავამართლო", - განაცხადა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






