საიდუმლო თემებზე საჯაროდ საუბარი, ქვეყნის უსაფრთხოებას ზიანს მოუტანს- ჯანელიძე ალასანიას
პოლიტიკა - 12:14, 30 Mar, 2015     1617
თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე მისი წინამორბედის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საფრანგეთსა და საქართველოს შორის საჰაერო თავდაცვის შესახებ დოკუმენტი რაზეც ირაკლი ალასანია საუბრობს ბუნებაში არ არსებობს.
"არანაირი ხელშეკრულება ბუნებაში არ არსებობს. არაფერს არ ეწურება ვადა, პროცესი მიმდინარეობს ჩვეულ რიტმში, წარმატებით, ყველა ნაბიჯი, რაც საჭიროა ჩვენი ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, იდგმება,“ - აცხადებს ჯანელიძე.

ჯანელიძის შეფასებით საიდუმლო თემებზე ღიად და საჯაროდ საუბარი ზიანს მოუტანს ქვეყნის უსაფრთხოებას და თავდაცვის ინტერესებს.

„მინდა გითხრათ, რომ პროცესი მიმდინარეობს წარმატებით. ყველა ნაბიჯი რაც საჭიროა ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობის გასაუმჯობესებლად გადაიდგას, იდგმება. რაც უფრო მეტს ვილაპარაკებთ ამ საკითხებზე მით უფრო დაზიანდება ქვეყნის თავდაცვის ინტერსები. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენ ნაბიჯებს ვდგამთ მხოლოდ წინ. მათ შორის საჰაერო შესაძლებობების განვითარების კუთხით. ჩვენ გვაქვს ბევრი გამოწვევა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და ყოველი ზედმეტი სიტყვა, მითუმეტეს საიდუმლო თემებზე ღიად და საჯაროდ საუბარი მხოლოდ ზიანის მომტანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ და ცოტა მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ საკითხებზე საუბარს“, - აღნიშნა ჯანელიძემ.

შეგახსენებთ, ირაკლი ალასანიას განცხადებით მისი თავდაცვის მინისტრის პოსტზე ყოფნისას, საქართველოსა და საფრანგეთს შორის საჰაერო უსაფრთხოების მემორანდუმზე ხელმოწერა უნდა მომხდარიყო. საფრანგეთში ვიზიტად მყოფ ირაკლი ალასანიას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მაშინდელმა ხელმძღვანელმა, მინდია ჯანელიძემ დაურეკა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვები გადასცა. როგორც ალასანიამ აღნიშნა, პრემიერის სიტყვების თანახმად, მას საჰაერო თავდაცვის შესახებ მემორანდუმისთვის ხელი არ უნდა მოეწერა.


ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42